logo
ENG



ბრიტანეთის თავდაცვა: რუსეთი ჯარს და აღჭურვილობას ბელარუსიდან უკრაინის აღმოსავლეთით გზავნის

17 აპრ 202211:09
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/17/1s5smohltsn07js.jpg

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის განცხადებით, რუსეთი ბელარუსიდან აღჭურვილობას უკრაინის აღმოსავლეთით აგზავნის, სადაც თავდასხმები გაძლიერდა. 

"რუსული ძალები განაგრძობენ ბელორუსიდან აღმოსავლეთ უკრაინის მიმართულებით საბრძოლო და დამხმარე ტექნიკის გადატანას. ეს მოიცავს ხარკივთან და სევერდონეცკთან ახლოს მდებარე ადგილებს. რუსული არტილერია აგრძელებს უკრაინის აღმოსავლეთ პოზიციებზე თავდასხმას. აქ რუსეთი შეტევითი მოქმედებების განახლებას გეგმავს". - ნათქვამია ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციაში. 

უწყებისვე შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის საოპერაციო ფოკუსმა აღმოსავლეთ უკრაინაში გადაინაცვლა, რუსეთის ძირითადი მიზანი იგივე რჩება - უარი ათქმევინოს უკრაინას ევრო-ატლანტიკურ კურსზე და განამტკიცოს თავისი დომინაცია რეგიონში. 

რაც შეეხება ბელარუსს, რომლის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკოც პუტინის მხარდამჭერი და მოკავშირეა - NATO-ს დაზვერვის მიერ სშეგროვებული ინფორმაციით, ეს ქვეყანა უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოიყენებოდა რუსეთის პლაცდარმად საჰაერო ოპერაციებისთვის. 

უკრაინული ჯარი აცხადებს, რომ ქვეყანა ბელარუსიდან არაერთხელ დაიბომბა. 

მას შემდეგ, რაც რუსულმა სამხედრო ძალებმა ქვეით ბრძოლებში წინსვლა ვერ განიცადეს და ვერ მოახერხეს ტერიტორიების დაპყრობა, ჯარებმა უკან, ბელარუსისკენ დაიხიეს გადაჯგუფების მიზნით. 


close დახურვა